The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ალასანია

მამია ალასანია
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1943
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაკლია, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა ზუგდიდის ენგურქაღალდკომბინატში ინჟინრად; 1967 წელს გაემგზავრა მოსკოვში; 1970 წელს დაამთავრა მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა; სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბათუმში აჭარის უშიშროების კომიტეტის სისტემაში; 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში, უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა; 1980-1981წწ. ორჯერ, 6 და 9 თვით, ოპერატიული დავალებით მივლინებულ იქნა ავღანეთში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხდებოდა ეროვნული უშიშროების სამსახურის ჩამოყალიბება საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროდ, რომლის შექმნისთანავე იგი ბიუროს უფროსის მოადგილედ დაინიშნა; 1992-1993 წლებში იგი სპეციალური დავალებით, კონკრეტულად კი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, გაგზავნეს სამეგრელოს რეგიონში. 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში სეპარატისტებმა მამია ალასანია მოკლეს. 2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - საქართველოს ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: