The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ წერეთელი

ვახტანგ წერეთელი
Date of birth:1910
Date of death:1981  (at 71 years)
Category:Economist, Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტინისხიდი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1929 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 

1937 წელს გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მემცენარეობის, მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის საფუძვლების მასწავლებლად მუშაობდა. პარალელურად სიმღერებს სწავლობდა მიხეილ კავსაძისგან, გიორგი სვანიძისგან, ბიძინა ღოღობერიძისგან (ბიძინა ღოღობერიძე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის დროს და შემდეგ ორი წელი, 1934-1935, ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელი იყო). 1936-1952წწ. გორის ეთნოგრაფიული მომღერალთა გუნდის მეფანდურეთა ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა; პარალელურად გორის რაიონის კულტურის სახლის მომღერალთა გუნდსაც ხელმძღვანელობდა; გორის მასწავლებელთა სახლის მეფანდურეებს ავარჯიშებდა; 1950-1960წწ. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის მომღერალთა გუნდისა და ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი; 1958-1961წწ. გორის ბამბეულის კომბინატის კლუბის მომღერალ-მეფანდურეთა ანსამბლს ხელმძღვანელობდა, როგორც მასწავლებელი. ლოტბარი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. ოცდაათი წელიწადი ნაყოფიერად უხელმძღვანელა მომღერალთა და მეფანდურეთა ანსამბლებს. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.221

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Share: