The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ეფრემიძე

Date of birth:6 February, 1916
Date of death:1975  (at 58 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში და როგორც II მსოფლიო ომის მონაწილეს, შრომითი საქმიანობა მოუწია სამხედრო ოფიცრის რანგში; 1945 წელს მუშაობას იწყებს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1951 წლიდან მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქკვებმრეწვმშენის" მთავარ ინჟინრად, მმართველად; საქართველოს სსრ ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს მშენებლობის სამმართველოს უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ღვინისა და საკონსერვო მრეწველობის ქარხნები, კუტურის ობიექტები, სკოლები და საბაშვო ბაღები (კახეთში), სასტუმროები (ყაზბეგსა და ფასანაურში), მევენახეობის ს/კ ინსტიტუტი (თბილისში), ხორცისა და რძის მრეწველობის საწარმოები; II მსოფლიო ომში მონაწილეობისთვის დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.219

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: