The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ვარდანაშვილი

ოთარ ვარდანაშვილი
Date of birth:22 April, 1954  (70 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქალაქგეგმარებისა და არქიტექურის ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1982წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ტურისტპროექტში" უფროს არქიტექტორად; 1982-1985წწ. იყო საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს სამხატვრო კომბინატის არქიტექტორი; 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კომიტეტ "საქსახსპეცტრანსის" მშენებლობის უფროს ტექნიკურ ზედამხედველად; 1987-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო კომიტეტ "საქსახსპეცტრანსის" სპეც. საპროექტო ბიურო "მონორელსპროექტის" მთავარი ინჟინერი იყო; 1991-1996წწ. შპს "ოთა"-ს დირექტორი; 1996-2000წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქრკინიგზაპროექტის" მთავარ არქიტექტორად; 2000 წლიდან არის შპს "დელტაპროექტი 2000"-ის გენერალური დირექტორი; 1980 წლიდან არის 150 არქიტექტურული-სამშენებლო და სატრანსპორტო ობიექტების პროექტის ავტორი და თანაავტორი; სხვადასხვა დროს მის მიერ შესრულებული პროექტები აღინიშნა საერთაშორისო და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო და არქიტექტურული პრემიებითა და დიპლომებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.221; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.175

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (2000-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
    ქ. თბილისში გ. მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონის 27 000 ადგილზე" პროექტირებისათვის

Share: