The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლონა ბაროვსკაია

ლონა ბაროვსკაია
Legal name:ნარგიზა ბაროვსკაია
Date of birth:1943
Date of death:1993  (at 50 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალი და ლენინგრადის საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1966-1970წწ. მუშაობდა ქუთაისის აბრეშუმის კომბინატში. 1970 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  საფეიქრო მასალათა ტექნოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა ჯერ ასისტენტად, მერე კი უფროს მასწავლებლად. მის მიერ შექმნილმა ფეროშენადნობთა ქარხნის გამონაბოლქვი აირების გამფილტრავმა ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის ეკოლოგიურმა სახელოებმა წარმატებით გაიარა საწარმოო გამოცდა, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს საქმე ვერ განხორციელდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეცნიერის მიერ ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ქუთაისის ლითოფონის ქარხნების საწარმოო ტექნოლოგიური ნარჩენებისგან მიღებული თერმო და აგრესიული გარემოსადმი მდგრადი ახალი ბოჭკო "ლონა". ეს ბოჭკო თავისი მახასიათებლებით მსოფლიო ლიდერ "კევლარის" ბოჭკოსაც კი აღემატებოდა. ახალი სახის ბოჭკოს წარმოების სფეროში თანამშრომლობა შემოთავაზებული იყო მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან (ჩინეთი, აშშ, ავსტრალია, კანადა, ავსტრია და სხვ). თუმცა ნ. ბაროვსკაიას სურდა მისი ნაშრომი საქართველოს კუთვნილება ყოფილიყო და აქ დანერგილიყო, ამიტომ ყველა წინადადებას უარით პასუხობდა. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1983).

საკადიდატო დისერტაციის თემა - "აბრეშუმის და სინთეთიკური ქსოვილების გადამუშავებისათვის პნევმატური საქსოვი დაზგების ოპტიმალური პარამეტრების დამუშავება".

წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ.19-21


Share: