შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ვარდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების ფაკულტეტი, საავტომობილო გზების მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1963 წელს. 1963 წელს მუშაობა დაიწყო მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საკოლმეურნეო ბაზრების სამმართველოს სამშენებლო-სარემონტო კანტორაში მშენებელ-ოსტატად, უბნის უფროსად, შემდგომ კი საქალაქო ტრანსპორტის სამმართველოს სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად; 1965 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების მთავარ სამმართველოში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის ინჟინრად; 1969 წელს საძიებო რაზმის უფროსად; 1970-1972წწ. მუშაობდა ქუთაისი-ნატახტარის გზის სამმართველოში უფროს ინჟინრად, ხოლო 1972 წლიდან საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ჯერ ბორჯომის, ხოლო შედგომ ოზურგეთის საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოების მთავარი ინჟინერად; 1980 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახორგგზაპროექტის" საგეგმო და ეკონიმიური სტიმულირების განყოფილების მთავარ ინჟინრად, საავტომობილო გზების სამინისტროს მექანიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; ხოლო 1987 წლიდან უფროსად; 1989 წლიდან იყო თბილისის საწარმოო გაერთიანება "თბილავტოგზის" უფროსის მოადგილე ექსპლუატაციის დარგში; 1996 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის აპარატში, ხოლო შემდგომ ქ. თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ექსპერტ-კონსულტანტად; 2002 წლიდან იყო შპს "კოდექსის" და საზოგადოება "კახეთის " დირექტორი; მისი ხელმძღღვანელობით რესპუბლიკაში შესრულებულია არაერთი მნიშვნელოვანი საავტომობილო გზისა და საგზაო დანიშნულების ობიექტის სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.221
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |