Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჯანჯღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ხონის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1931 წელს, გენშტაბის სამხედრო აკადემია 1948 წელს. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), ბესარაბიის განთავისუფლებაში 1940 წელს. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მოქმედ არმიაში იმყოფებოდა. მან თავისი დივიზიით 65-ე არმიის ჯარებს შორის პირველმა გადალახა მდინარეები: ნარვა, ვისლა და ოდერი. ომის შემდგომ წლებში მეთაურობდა მსროლელ კორპუსს. 1954-1958 წწ. იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სსრ დოსააფის ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით. სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1953). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.540 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |