The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ჯანჯღავა

ვლადიმერ ჯანჯღავა
Date of birth:1 June, 1907
Date of death:10 April, 1982  (at 74 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1931 წელს, გენშტაბის სამხედრო აკადემია 1948 წელს.

მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), ბესარაბიის განთავისუფლებაში 1940 წელს. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მოქმედ არმიაში იმყოფებოდა. მან თავისი დივიზიით 65-ე არმიის ჯარებს შორის პირველმა გადალახა მდინარეები: ნარვა, ვისლა და ოდერი. ომის შემდგომ წლებში მეთაურობდა მსროლელ კორპუსს. 1954-1958 წწ. იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სსრ დოსააფის ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით. სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1953).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.540

Member of Organizations

  • საქართველოს სსრ მე-10 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს სსრ მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს სსრ მე-8 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სკკპ, წევრი (1930-)
  • სსრ კავშირის მე-2 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1946-1950)
  • სსრ კავშირის მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1954-1958)

Awards and Honors

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • ღირსების ორდენი
  • კუტუზოვის II ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)

Share: