The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილი

Date of birth:18??
Date of death:October, 1836
Category:Nobleman, Military Person

Biography

1815 წელს ოსმალების მიერ სელიმ-ფაშას დასჯის შემდეგ, აჰმედ-ფაშა და მისი ძმა აბდუღა (აბდი-ბეგი) გურიაში მამია V გურიელს შეეხიზნენ. აჭარიდან ოსმალთა დამსჯელი ექსპედიციის წასვლის შემდეგ აჰმედ-ფაშა სოფელ ნიგაზეულში (ახლანდელი შუახევის რაიონი) დაბრუნდა და კვლავ დაეუფლა აჭარას, ნიგაზეულიდან ხულოში გადავიდა და ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევებზე სასახლე ააგო. 1828-1829 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალთა მხარეზე იბრძოდა. ამ დროს მიანიჭეს ფაშობის ხარისხი ორი თუღით. რუს-ქართველთა ჯარის მიერ სამცხე-ჯავახეთის განთავისუფლების შემდეგ (1828) ოსმალეთის მთავრობამ აჰმედ-ფაშას ახალციხის ვილაიეთის ბეგლარბეგობა უბოძა და სამცხე-ჯავახეთის ხელახლა დაპყრობა დაავალა. 1828 წელს აჰმედ-ფაშამ 15 ათასი მეომრით ახალციხე დაიპყრო და გაძარცვა, მაგრამ ქალაქის ციტადელში გამაგრებული გენერალ ვ. ბებუთოვის გარნიზონი არ დანებდა. რუსთა მაშველი რაზმის მისვლის შემდეგ აჰმედ-ფაშა იძულებული გახდა აჭარაში დაბრუნებულიყო. რუსეთის მთავრობის ცდა-თავის მხარეზე გადმოეყვანა აჰმედ-ფაშა, უშედეგოდ დამთავრდა. ადრიანოპოლის ზავის (1829) შემდეგ ოსმალეთის ხელისუფლებამ აჰმედ-ფაშა ახლად შექმნილი ყარს-ჩილდირის საფაშოს ბეგლარ-ბეგად დანიშნა. მას მიანიჭეს დერიქის (გენერალ-ლეიტენანტის) წოდება და ორდენებით დააჯილდოვეს. 1836 წელს მას არზრუმის საფაშოც დაუმორჩილეს. აჰმედ-ფაშა ითვლებოდა აღმოსავლეთის ვილაიეთების ფრონტის სარდლად, არზრუმის სერასკერად. დაიღუპა ურჯემში (ანატოლია) ქურთების აჯანყების ჩახშობის დროს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.309


Share: