The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაკურიანი

Date of birth:9??
Date of death:9??
Category:Nobleman, Military Person

Biography

ბაკურიანი (X საუკუნის დასასრული -XI საუკუნის I ნახევარი), ტაოს ერისთავთერისთავი, გრიგოლ ბაკურიანის ძისა და აბაზ ბაკურიანის ძის მამა. XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, ბაკურიანი სარდლობდა ტაოელთა ლაშქარს, რომელიც 997 წელს დავით III კურაპალატმა ხლათის (ვანის ტბის დასავლეთ სანაპირო) ასაღებად გაგზავნა. იქ ბაკურიანი ტყვედ ჩაუვარდა არაბებს. ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე ბაკურიანს იხსენიებს იბერიის იმ უპირველეს დიდგვაროვნებს შორის, რომლებიც დავით კურაპალატის მემკვიდრეობის მისაღებად ტაოში მოსულმა ბიზანტიის კეისარმა ბასილი II-მ თან წაიყვანა და პატრიკოსის ხარისხი მიანიჭა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.339


Share: