The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ხატელიშვილი

დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1966  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება საჩხერეში მიიღო. ჩვიდმეტი წლის თბილისში ჩამოიყვანეს და მოწაფედ მიაბარეს მესტამბე კერესელიძეს; ასოთამწყობობა ისწავლა და 1911 წელს პროფ. სარგის კაკაბაძის მიერ გამოცემული "ვეფხისტყაოსანი" ააწყო. პარალელურად სიმღერებს სწავლობდა მიხეილ კავსაძისგან. მის ანსამბლში მრავალი წელი გაისმოდა მისი მჭექარე პირველი ხმა. ნიკო სულხანიშვილთანაც ახლობლობდა. მისგანაც ბევრი რამ ისწავლა. 1914 წელს საჩხერეში მომღერალთა 12-კაციანი გუნდი ჩამოაყალიბა, ატარებდა კონცერტებს. საჩხერის გუნდში მღეროდნენ მისი ძმები ტარიელი, დავითი და ანდრო, ძმები მამულაშვილები, შ. გოდაბრელიძე და სხვები. "მარსელიზას" შესრულებისათვის მთელი გუნდი დააპატიმრეს; საპატიმროდან მათი დახსნა თავადმა ფრიდონ წერეთელმა მოახერხა, მაგრამ გუნდი დაიშალა და იგი ისევ თბილისში გაემგზავრა. ქართულ "დრუჟინაში შევიდა; პირველი მსოფლიო ომის მონაწილე გახდა. იქ მან კარგი მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა და სამხედრო ნაწილებში კონცერტებს მართავდა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან, ისევ საჩხერეში გაემგზავრა და სოფ. მერჯევში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომლის მიერ შესრულებული ქართლ-კახური სიმღერები ძლიერ მოიწონეს საჩხერლებმა, გორისლებმა, ქორეთლებმა, არგვეთლებმა. კონცერტები იმართებოდა როგორც საჩხერეში, ისე ახლომდებარე სოფლებში. 1932 წელს მცირე ხნით ქობულეთში ჩამოაყალიბა საკლუბო გუნდი. იქვე, ქვის სახეხ კარიერში და აგრეთვე მწვანე კონცხის ტექნიკუმში ჰყავდა გუნდები. 1933 წლიდან თბილისში მუშაობდა რკინიგზის სატვირთო სადგურის გუნდის ხელმძღვანელად. შემდეგ ისევ მშობლიურ საჩხერეში ჩამოაყალიბა გუნდი. ხანდაზმულობის მიუხედავად, დაუშრეტელი ენერგიით ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.233


გააზიარე: