Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე არველაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭაგანი, სამტრედიის რაიონი. 1905-1907წწ. ეწეოდა პარტიულ მუშაობას თბილისში; 1909 წელს აირჩიეს რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრად; 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქ. ხარკოვში; I მსოფლიო ომის დროს არველაძე ეწეოდა პარტიულ მუშაობას სამხრეთ-დასავლეთ და თურქეთის ფრონტებზე; თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ ხელმძღვანელობდა ქ. ალექსანდროპოლის (ახლანდელი გიუმრი) ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობას; 1917 წელს მონაწილეობდა ქ. თბილისში კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების I და კავკასიის არმიის II ყრილობების მუშაობაში; იყო ალექსანდროპოლის საბჭოს ჯარისკაცთა სექციის თავმჯდომარე; 1918 დამდეგს გაგზავნეს ბაქოში, სადაც იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის, იყო ბაქოს სახკომსაბჭოს მდივანი; 1918-1919წწ. მონაწილეობდა თეთრგვარდიელ კაზაკთა წინააღმდეგ ქ. ასტრახანის დაცვაში; იყო მე-11 არმიის ერთ-ერთი პოლკის კომისარი. დაიღუპა საბრძოლო პოსტზე. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. - თბ., 1975. -გვ. 562
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |