The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცაქა ხურცია

Legal name:პარმენ ხურცია
Date of birth:1909
Date of death:1993  (at 84 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბათარია, სენაკის რაიონი.

დაამთვრა ახალსენაკის საშუალო სასწავლებელი. 

1927 წლიდან შრომით საქმიანობას შეუდგა. ოთხი წლის შემდეგ გაგზავნილ იქნა ლენინგრადში სწავლის გასაგრძელებლად; იქ მან ქართველი სტუდენტებისაგან გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც მონაწილეობდა ეროვნულ საღამოებზე გამართულ კონცერტებში. ვასილიევის კუნზულზე კიროვის სახელობის კულტსახლის გახსნისას გუნდმა შეასრულა "შრომის სიმღერა", "სიმღერა კოლხიდაზე" და აფხაზური "დაჭრილის სიმღერა". შემდეგ, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სოფლსაბჭოს დავალებით ვოროშილოვის სახელობის კოლმეურნეობაში მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. გაზეთი "მთლიანი კოლექტივიზაცია" მაღალ შეფასებას აძლევდა გუნდის კონცერტებს; კოლმეურნეთა გუნდმა რაიონულ დათვალიერებაზე პირველი ხარისხის სიგელი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა. 1946 წელს აფხაზეთში სოფელ კოლხიდის კოლმეურნეთა გუნდს ხელმძღვანელობდა. 1953 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში დაიწყო მსახიობ-მომღერლად მუშაობა. მუშაობდა ქარხანა "ელექტროავტომატის", I საავადმყოფოს, VII სამკერვალო ფაბრიკის და სხვა ფაბრიკა-ქარხნების გუნდების ხელმძღვანელად. შექმნა საფანდურო და საჩონგურო სიმღერები ნოკო ხურციაზე, თბილისზე, საკოლმეურნეო შრომაზე, საქართველოზე და სხვა. ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.238


Share: