The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინა ბერძენიშვილი

ირინა ბერძენიშვილი
Date of birth:1956  (68 years)
Category:Engineer, Technologist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი (1978) და ასპირანტურა (1981).

1982 წლიდან ის მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრაზე, ჯერ მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ ლექტორად (1991). კითხულობს ლექციებს ფიზიკურ და კოლოიდურ ქიმიაში, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მის მიერ წარმოებული კვლევითი სამუშაოების მსვლელობაში შექმნილი იქნა თვისობრივად ახლი ეფექტური მინისებრი და კომპოზიციური საფარების ფართო ასორტიმენტი ნავთობსადენების, მილების და ქიმიური რეზერვუარების კოროზიისგან დასაცავად. შემუშავდა მათი მიღების რენტაბელური ტექნოლოგიები. ი. ბერძენიშვილის მიერ ამ მიმართულებით გაწეული მუშაობით მიღებული ძირითადი შედეგები ასახულია მონოგრაფიაში "Защитные стеклопокрытия для химического оборудованныя и трубопроводов". გარდა ამისა მას გამოცემული აქვს 4 დამხმარე სახელმძღვანელო ფიზიკურ და კოლოიდურ ქიმიაში, 70-მდე სამეცნირო შრომა უცხოურ და სამამულო სამეცნიერო პერიოდიკაში, მრავალი კონფერენციისა და კონგრესის მასალებში. ი. ბერძენიშვილის ნაშრომების სიახლე დაცულია საქართველოს 6 პატენტითა და 5 საავტორო უფლებით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (რიგა, 1985), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი (1991). 

წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ. 23-25

Member of Organizations

  • საქართველოს კერამიკოსთა ასოციაცია, წევრი

Share: