შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში (ცსს) სტატისტიკოსად (1928), "საქვაჭრობაში" ეკონომისტად, საქართველოს თევზის მრეწველობის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1929-1936), კვების მრეწველობის სამინისტროში საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსად (1936-1957), იყო ამ სამინისტროს კოლეგიის წევრი (1949-1953). 1945 წლიდან შეთავსებით, ხოლო 1957 წლიდან ძირითადად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრაზე, 1965 წლიდან იყო მრეწველობის და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტი, 1966 წლიდან - საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკური და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (სმედესი) უფროსი-მეცნიერ მუშაკი. კონსტანტინე გაბუნიას გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები, დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვ. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო იყო მრეწველობის ეკონომიკა, საქართველოს ჩაის მრეწველობის ეკონომიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1966). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.524 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |