შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შერმადინ ასკურავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ბათუმის საქალაქო სასწავლებელი 1912 წელს. 1913-1914წწ. მონაწილეობდა ჯერ ბათუმის, შემდეგ თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციების მუშაობაში; 1915-1916წწ. იყო რსდმპ თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი; 1916 წლის 18 აგვისტოს დააპატიმრეს; ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის; 1918 წლის გაზაფხულზე ა. გეგეჭკორთან ერთად ხელმძღვანელობდა სენაკის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებას; მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში; 1918 წლის მაისში დანიშნეს სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს წარმომადგენლად ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში; აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დროებით დამარცხების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში დარჩა და სამოქალაქო ომის ფრონტებზე იბრძოდა; 1918 წლის ზაფხულში დანიშნეს მე-11 არმიის პოლიტიკურ კომისრად. მისი აქტიური მონაწილეობით მხილებულ და ლიკვიდირებულ იქნა მე-11 არმიის სარდლის ი. სოროკინის ავანტიურისტული შეთქმულება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ასკურავა დაიღუპა ყიზლარის მიდამოებში. კომუნისტური ორგანიზაციების მოღვაწე კავკასიაში, სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 636 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |