შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჯანჯიბუხაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუკუზანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1941 წელს. საშუალო განათლება ველისციხეში მიიღო. 1937 წელს შევიდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. სტუდენტობის პერიოდში მღეროდა სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით არსებულ აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს ქალაქ ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრში მსახიობად. პარალელურად მუშაობდა მომღერლად სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც იმ დროს კომპოზიტორი ბორის გალაევი უძღვებოდა. სამამულო ომის დროს უამრავ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. იქვე, სამხრეთ ოსეთში, მრავალი საკონცერტო ბრიგადა ჩამოაყალიბა. მეომართა წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით დაიმსახურა მრავალი სიგელი და ჯილდო. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.240
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |