შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო ხეჩუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, გორის მაზრა. მის კალამს ეკუთვნის როგორც ლექსები, ისე დრამატული, ისტორიულ-ლეგენდარული პოემები: "პაატა", "რუიზანი", "საქართველოს გმირი", "ოცი ძმა" და სხვა; მოთხრობები: "დურგლიაანთ ქორწილი", "სიმონა ბუჯიაშვილი", "მეკვლე", "უკუღმართობა", "შეიცვალნენ", "სამჯერ ოცდაორში", "ბერუას ნიკოლა", "ცელქი რეზო", "გოგიანთ კაკალი" და სხვა. დრამატული ნაწარმოებები: "მუშა-მგოსანი", "დარბეულნი", "უმანკონი", ეტიუდები, საბავშო მოთხრობები და სხვა მრავალი ლექსი. 1923 წელს მუშა-მგოსანს, მწერალსა და დრამატურგს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იუბილე გაუმართეს. ამ იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა მისი ნაწერები და საიუბილეო კრებული. იუბილეს დღეებს გამოეხმაურა პრესაც. წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.35; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.398 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |