Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ვარდოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ალმატი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1941 წელს, მოგვიანებით მოსკოვის სამხედრო-საინჟინრო აკადემია. 1946-1950წწ. ხელმძღვანელობდა გეოლოგიურ საწარმოო სამმართველო "საქოქროს" ენგურის საძიებო პარტიას; 1951-1962წწ. თელავის ფიქალ-მარმარილოს კომბინატს; 1962 წლიდან იყო თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1962-1970წწ. საქართველოს კომპარტიის თელავის რაიკომის პირველი მდივანი; 1970-1979წწ. საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1979-1981წწ. მოპოვებით-საწარმოო ტრესტ "საქმარმარილოს" მმართველი; შემდგომ პერიოდში მუშაობდა კომპლექსური ს/კ ინსტიტუტის "საქმშენმასალები", არამადნეული და ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალის სექტორის გამგედ; იყო სამამულო ომის მონაწილე, იბრძოდა მოსკოვის დაცვის, ყირიმისა და ბალტიისპირეთის ფრონტებზე; დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.222 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |