Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზავეტა ბუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1971 წელს და ასპირანტურა. 1971 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში. სხვადასხვა წლებში იყო საფეიქრო მრეწველობის კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ქსოვისა და გამომყვანი წარმოების კათედრის ასისტენტი, ქიმიური ტექნოლოგიებისა და ორგანული ქიმიის კათედრის გამგე (1985-1993). 1993 წელს ე. ბუაძე კონკურსში იმარჯვებს და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი მრეწველობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირქტორის თანამდებობას იკავებს. 2002-2005წწ. ის დიზაინისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკნია, 2005 წელს კი ფაკულტეტის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წელს "საფეიქრო მრეწველობის ტექნოლოგიის" დეპარტამენტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესების კოორდინატორად დაინიშნა. ე. ბუაძის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა 160 სამეცნიერო შრომას მოიცავს, რომელთაგან 15 სახელმძღვანელო და 3 მონოგრაფიაა. მას რეგულარულად იწვევენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. 1996 წლიდან ის ბუდაპეშტის, ჰონკონგის, მოსკოვის და სხვა საერთაშორისო კონფერენციების და სიმპოზიუმების მონაწილეა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბენტონიტების გამოყენება აბრეშუმის ქსოვილის დამძიმებაში", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქსოვილების ღებვისთვის მომზადების ახალი ტექნოლოგიების შემუშავება ქართული ბენტონიტების საფუძველზე და მიღებული ნაწარმის თვისებების შესწავლა", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ. 26-27; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.112 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |