The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელიზავეტა ბუაძე

ელიზავეტა ბუაძე
Date of birth:1948  (76 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1971 წელს და ასპირანტურა.

1971 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში. სხვადასხვა წლებში იყო  საფეიქრო მრეწველობის კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ქსოვისა და გამომყვანი წარმოების კათედრის ასისტენტი, ქიმიური ტექნოლოგიებისა და ორგანული ქიმიის კათედრის გამგე (1985-1993). 1993 წელს ე. ბუაძე კონკურსში იმარჯვებს და  პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი მრეწველობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირქტორის თანამდებობას იკავებს. 2002-2005წწ. ის დიზაინისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკნია, 2005 წელს კი ფაკულტეტის  სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო 2006  წელს  "საფეიქრო მრეწველობის ტექნოლოგიის" დეპარტამენტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესების კოორდინატორად დაინიშნა. ე. ბუაძის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა 160 სამეცნიერო შრომას მოიცავს, რომელთაგან 15 სახელმძღვანელო და 3 მონოგრაფიაა. მას რეგულარულად იწვევენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. 1996 წლიდან ის ბუდაპეშტის, ჰონკონგის, მოსკოვის და სხვა საერთაშორისო კონფერენციების და სიმპოზიუმების მონაწილეა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბენტონიტების გამოყენება აბრეშუმის ქსოვილის დამძიმებაში", დაიცვა 1983 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქსოვილების ღებვისთვის მომზადების ახალი ტექნოლოგიების შემუშავება ქართული ბენტონიტების საფუძველზე და მიღებული ნაწარმის თვისებების შესწავლა", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ. 26-27; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.112

Member of Organizations

  • აშშ-ის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, სრულყოფილი წევრი
  • მანჩესტერის საფეიქრო ინსტიტუტის მეცნიერებათა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1996-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: