The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო ბიხოვსკაია

Date of birth:1887
Date of death:1942  (at 55 years)
Category:Linguist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

მუშაობდა ლენინგრადში, აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში. იკვლევდა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა გრამატიკის ზოგად საკითხებს (მათ შორის ერგატიული კონსტრუქციის რაობას), დაამუშავა დარგუული ენის მორფოლოგიის ზოგიერთი საკითხი. მან საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა იბერიულ-კავკასიურ ენებთან, კერძოდ ქართულთან ბასკური ენის მიმართებას. მანვე განიხილა იმერული დიალექტი მეგრულ და სვანურ ენებთან ურთიერთობის თვალსაზრისით: სოფიო ბიხოვსკაიას აზრით, იმერული დიალექტისათვის დამახასიათებელი აი>ეი(წაიღო>წეიღო), აუ>ოუ(წაუღო>წოუღო), ვე>ო, რბილი ლ და სხვა მოვლენები ქართველური ენების შიშინა შტოს გავლენის შედეგია. მისი დასკვნები ეწინააღმდეგება ისტორიულ-შედარებითი მეთოდის დასკვნებს. კავკასიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.448


Share: