Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფედოტ ბობილოვი![]()
Biography1847 წელს გადმოსახლდა საქართველოში. გაეცნო ადგილობრივ ინტელიგენციას. თანამშრომლობდა გაზეთ "კავკაზში", რომელშიც გამოაქვეყნა წერილები ქართულ ლიტერატურაზე (1857, №92), თეატრზე (ეს სტატიები ცალკე ბროშურადაც გამოიცა) და სხვ. ალმანახ "ზურნაში" (1855) დაბეჭდა ლექსების ციკლი "იმერეთის მელოდიები", რომელშიც ხოტბას ასხამს იმერეთის ბუნებას (ლექსი "ქარიშხლის შემდეგ"), იმერელ ლამაზმანებს ("სუსანა"), ცეკვებს("ლეკური"). 1857 წელს თბილისში გამოსცა ლიტერატურული ალმანახი "ფეშქეში", რომელიც მისივე ლექსით, "წმინდა გიორგის მთით", იწყება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.449
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |