The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფედოტ ბობილოვი

სხვა სახელი:ავაკუმ ვავაკილოვი  (ფსევდონიმი)
ზევაკინი  (ფსევდონიმი)
ნიკანორ პუსტოხლოპალოვი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1819
გარდაცვ. თარიღი:1863  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

1847 წელს გადმოსახლდა საქართველოში. გაეცნო ადგილობრივ ინტელიგენციას. თანამშრომლობდა გაზეთ "კავკაზში", რომელშიც გამოაქვეყნა წერილები ქართულ ლიტერატურაზე (1857, №92), თეატრზე (ეს სტატიები ცალკე ბროშურადაც გამოიცა) და სხვ. ალმანახ "ზურნაში" (1855) დაბეჭდა ლექსების ციკლი "იმერეთის მელოდიები", რომელშიც ხოტბას ასხამს იმერეთის ბუნებას (ლექსი "ქარიშხლის შემდეგ"), იმერელ ლამაზმანებს ("სუსანა"), ცეკვებს("ლეკური"). 1857 წელს თბილისში გამოსცა ლიტერატურული ალმანახი "ფეშქეში", რომელიც მისივე ლექსით, "წმინდა გიორგის მთით", იწყება. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.449


გააზიარე: