The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი
Date of birth:1 September, 1896
Date of death:20 May, 1923  (at 26 years)
Category:Royalty, Military Person, Hero of Georgia

Biography

დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მამამისი, ლევან გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1863-1901) იყო მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი; დედამისი, ანასტასია, კი წერეთლის ქალი. თვითონ იქორწინა ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილზე (1897-1969). იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის "სამხედრო ცენტრის" წევრი; მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლების ორგანიზებაში. 1923 წელს დააპატიმრეს გენერალ კოტე აფხაზთან და სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს. სიმონ ბაგრატიონის მეუღლე მალე ციმბირში გადაასახლეს. ქართველი ოფიცერი, 1918–1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის როტმისტრი, წმ. გიორგის ჯვრის კავალერი, ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე 1921–1923 წლებში.

წყარო: wikiwand.com


Share: