Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ვატაევი-ბერულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა ფოთის საზღვაო ტექნიკუმი 1933 წელს, საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ფოთის დაუსწრებელი განყოფილება 1939 წელს; ოდესის საზღვაო ფლოტის ინსტიტუტი საზღვაო ნავსადგურების ექსპლუატაციის სპეციალობით 1959 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ფოთის ნავსადგურში; სამამულო ომის შემდეგ მობილიზებული იყო შავი ზღვის ნავსადგურების ტექნიკური სამუშაოების სამმართველოში - სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის ნავსადგურების აღდგენით სამუშაოებზე; 1948-1965წწ. იყო ფოთის ნავსადგურის უფროსის პირველი მოადგილე; 1965-1983წწ. - უფროსი; წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ახალი ტექნიკისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდებს, საწარმოო პროცესებში ახალი ტექნოლოგიების დასანერგად; მუდმივად იღვწოდა ქ. ფოთის კეთილმოწყობისა და სოციალურ-ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; იყო საქართველოს კპ რამდენიმე ყრილობის დელეგატი და ფოთის საქალაქო საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; ფოთის საზოგადოებამ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიაკუთვნა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.222-223; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.67 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |