The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ვაშაკიძე

გიორგი ვაშაკიძე
Date of birth:5 October, 1943  (81 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1971წწ. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სადისპეტჩერო სამსახურის მთავარ სპეციალისტად; 1972-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სადისპეტჩერო სამსახურის უფროსად; 1974-1979წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მოწყობილობის სახელმწიფო კომიტეტის "საქსოფლტექნიკის" N1 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1979-1987წწ. საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1987 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს აგროსამრეწველო გაერთიანება "საქეთერზეთმრეწვის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს, "საქეთერზეთმრეწვმშენს", "საქმედმრეწვმშენს"; არის სს "ვაგისა" და შპს "ვაგის" დირექტორი და ერთპიროვნული დამფუძნებელი; ხელმძღვანელობდა სკოლების, სამრეწველო ობიექტებს, რკინაბეტონის ქარხნების, ტექნიკური მომსახურების სადგურების (ბოლნისსა და ახალციხეში), ეთერზეთების ქარხნების და სათბურების (აბაშასა და თელავში), ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის (ოჩამჩირეში), სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; მონაწილეობდა ქ. სიღნაღის და თელავის კეთილმოწყობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.223


Share: