The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰელენა ბობინსკა

ჰელენა ბობინსკა
Date of birth:1887
Date of death:1968  (at 81 years)
Burial location:ქ. ვარშავა, პოლონეთი
Category:Writer, Journalist

Biography

1917 წლიდან მუშაობდა ჯერ პეტროგრადში, შემდეგ მოსკოვში გაზეთ "ტრიბუნის"("Tribuna") რედაქციაში. საქართველოში ერთხელ იყო, იმოგზაურა ხევსურეთში და იქ ნანახისა და გაგონილის საფუძველზე დაწერა რომანი "ქაბუნაურთა შთამომავლის შურისძიება", რომელშიც აღწერილია ხევსურეთის მეტად შთამბეჭდავი პეიზაჟები, ზნე-ჩვეულებები, აგრეთვე თბილისი, მისი ძველი უბნების კოლორიტული სურათები. წიგნს უჩვეულო წარმატება ქონდა: 1930 წელს გამოქვეყნდა ვარშავაში, ამავე წელს გამოქვეყნდა რუსულად (მეორედ 1931 წელს), ხოლო 1931 წელს ბერლინის ორმა გამომცემლობამ "უნივერსუმ ბიუხერაიმ" და "იუგენდ ინტერნაციონალემ" თითქმის ერთდროულად დასტამბა გერმანულ ენაზე. ორი წლის შემდეგ ნაწარმოები ითარგმნა და გამოიცა ინგლისურ და ნორვეგიულ ენებზე. გერმანიაში ფაშიზმის ბატონობის წლებში იგი სხვა პროგრესულ ნაწარმოებებთან ერთად დაწვეს. 1949 წელს ბერლინის გამომცემლობა "ნოიეს ლებენმა" ხელახლა გამოსცა. 1947 წელს ვენის გამომცემლობა "ფგლობუს ფერლაგმა" დაბეჭდა გერმანული გამომცემლობებისაგან დამოუკიდებლად. 1948 წელს ბრატისლავის გამომცემლობა "პრავდამ" სლოვაკურ ენაზე დასტამბა, 1952 წელს უნგრულ ენაზე გამოვიდა ბუდაპეშტში. II მსოფლიო ომის შემდეგ ეს გახმაურებული რომანი რამდენჯერმე გამოვიდა (მანამდე აკრძალული იყო) . 1966 წელს გერმანული ჟურნალის "ფრაიე ველტის" ("Freie Welt") თანამშრომლებმა ჰანს ფროშმა და ჰაინც კრიუგერმა საქართველო მოგზაურობისას საგანგებოდ დაათვალიერეს ხევსურეთი და დაწერეს რეპორტაჟი "ქაბუნაურის ქვეყანაში"(1967, №49). ჰელენა ბობინსკას წიგნის ნაწყვეტები შეტანილი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სკოლების VIII კლასის სასწავლო პროგრამაში. ეს რომანი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. პოლონელი მწერალი და ჟურნალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.449

Bibliography


Share: