The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მელაშვილი

დავით მელაშვილი
Date of birth:15 August, 1884
Date of death:November, 1958  (at 74 years)
Category:Actor/Actress, Publicist, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

1904 წლიდან შევიდა "ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის" სტამბაში და ასოთამწყობობას სწავლობდა. შემდეგ ამავე საამწყობოში "ცნობის ფურცლის" დამატებაზე და ჟურნალ "მოამბეზე" მუშაობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა გაზეთების "ისკრის", "ბრძოლისა" და სხვათა გავრცელებაში. 1909 წლიდან თბილისში მუშაობდა კოწია თავართქილაძის სტამბაში. 1912 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ჟურნალი "ლახტი". 1903 წლიდან დაიწყო გამოსვლა კერძო სცენებზე. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ორჯერ დაიჭრა. 1917 წლის რევოლუციის დროს ჯარისკაცთა მოთხოვნით უფროსი უნტერ-ოფიცრის ხარისხი დაუბრუნეს, აირჩიეს ჯერ როტის ჯარისკაცთა კომიტეტსა და რევოლუციურ სასამართლოში, შემდეგ 29-ე დივიზიის აღმასრულებელ კომიტეტში. ფრონტის დაშლის შემდეგ ტრაპიზონში, ქართულ სამხედრო საბჭოში მუშაობის დროს, ქართული ნაწილების ჩამოყალიბებისათვის პროპაგანდას ეწეოდა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ მუშაობდა პროფკავშირულ (მბეჭდავთა კავშირის ცენტრალურ გამგეობაში), საქალაქო საბჭოს (დეპუტატად), შრომის ინსპექტორად და სხვ. 1911-1912 წლებში იყო კერძო სცენების ერთ-ერთი მონაწილე, სახალხო თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე, ავლაბრის მუშათა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.89; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.199-200; დავით მელაშვილი : ჟურნალისტი და სახალხო თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი / თ. გომართელი // წიგნის სამყარო.-თბილისი,1984.-N16.-გვ.3


Bibliography


Share: