შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1904 წლიდან შევიდა "ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის" სტამბაში და ასოთამწყობობას სწავლობდა. შემდეგ ამავე საამწყობოში "ცნობის ფურცლის" დამატებაზე და ჟურნალ "მოამბეზე" მუშაობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა გაზეთების "ისკრის", "ბრძოლისა" და სხვათა გავრცელებაში. 1909 წლიდან თბილისში მუშაობდა კოწია თავართქილაძის სტამბაში. 1912 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ჟურნალი "ლახტი". 1903 წლიდან დაიწყო გამოსვლა კერძო სცენებზე. 1911-1912წწ. იყო კერძო სცენების ერთ-ერთი მონაწილე და ფუძემდებელი. რედაქტორი, ჟურნალისტი, სახალხო თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე. წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.89
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |