The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ ბრონევსკი

Date of birth:1763
Date of death:17 December, 1830  (at 67 years)
Category:Politician, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მანკოვო, ყოფილი სმოლენსკის გუბერნია, რუსეთი.

პავლე ციციანოვმა კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის გამგედ დანიშნა. თბილისში მოღვაწეობით მან შეძლო კავკასიოლოგიის დარგში ადრე (1796 წლიდან) დაწყებული მუშაობის გაფართოება. არსებული ლიტერატურისა და თავისი შეკრებილი მასალის საფუძველზე გამოსცა კავკასიური ნარკვევები ორ წიგნად. პირველი წიგნი შეიცავს გეოგრაფიულ ცნობებს კავკასია-საქართველოზე. ფიზიკურ-გეოგრაფიულად დახასიათებულია ცალკეული მხარეები, განხილულია მდინარეთა ქსელი (მტკვრის, რიონის, ჭოროხის), ზღვები და ტბები, ცხოველთა სამყარო, კავკასიაში მოსახლე სხვადასხვა ხალხები, მათი რელიგია და ყოფა; აღწერილია არარატის მთისწინეთი, სამხრეთ საქართველოს მთები, ძველი დროისა და ახალი ეპოქის ვაჭრობა-ნაოსნობა მტკვრით, ფაზისით (რიონით) და ა. შ. ავტორი ამ მხარის ისტორიას თავისებურად ყოფს ბერძნულ, რომაულ, თურქულ, სპარსულ და რუსულ პერიოდებად. სიმონ ბრონევსკის ნარკვევებში ფასეულია იმდროინდელ მხარეთა აღწერა, მოსახლეობის საქმიანობის, ყოფის, ენებისა და რელიგიათა დახასიათება. მეორე წიგნში გადმოცემულია იმიერკავკასიის (ასტრახანის) წარსული და თანამედროვე მდგომარეობა; დახასიათებულია  აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სახანოები. სიმონ ბრონევსკის მიმოხილული აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები (დაცულია აღმოსავლური ინსტიტუტის სანქტ-პეტერბურგის განყოფილების ხელნაწერთა კოლექციაში). რუსი სახელმწიფო სამხედრო მოღვაწე. კავკასიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.484

Bibliography


Share: