The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიო კალანდაძე

სიო კალანდაძე
Other name:სიო ხიდისთაველი  (Pseudonym)
Date of birth:1888
Date of death:March, 1969  (at 81 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

1915-1916წწ. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა რევოლუციურ ლექსებს; 1916 წელს მთაწმინდის ფარული კრების მონაწილეებთან ერთად ჟანდარმერიამ დააპატიმრა და გადაასახლა; გადასახლებიდან ოქტომბრის რევოლუციამ გაათავისუფლა; 1915 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "იტირე, დედა მშობელო". მასვე ეკუთვნის წიგნები: "პროლეტარული პოეზია" და მოთხრობა "წამების ჯვარი". პოეტის პოეზიიდან გამოირჩევა შემდეგი ლექსები: "უსინათლო", "ოქტომბერი", "ათი წლის შთაბეჭდილება", "ჩემს ქვეყანაში", "წითელ ლაშქარს", "თებერვალი", "თბილისი", "მოწოდება", "გლეხის სიმღერა", "წითელ მფრინავებს", "1905 წელი", "ოქტომბრის ათი წლის ზეიმი" და სხვა. ეწეოდა მრავალმხრივ საზოგადოებრივ საქმიანობას: ასრულებდა ქალაქის მეოთხე უბნის სახალხო მსაჯულის მოვალეობას, რამდენჯერმე იყო არჩეული რაიონული საბჭოს დეპუტატად.

წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.157; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.176; სიო ხიდისთაველი : პოეტი. 1888-1969. ნეკროლოგი // თბილისი. - თბილისი, 1969. - 29 მარტი

Bibliography


Share: