შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო გიგოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყანდაური, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა სოფელ ყანდაურის საშუალო სკოლა 1903 წელს. იგი მუშათა წრიდან გამოსულ იმ უანგარო თეატრალურ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა ენერგიული და დაუცხრომელი მუშაობის მეოხებით მიმდინარე საუკუნის დამდეგიდან ფართო გასაქანი მიეცა მუშათა დრამატულ თეატრალურ თვითმოქმედებას. 1908 წელს მოხვდა მისი პირველი სასცენო ნათლობა, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"- ში. ავტორია პისებისა: "არსენა ჯორჯიშვილი", "საბჭოთა ხელისუფლების დამყარება საქართველოში", "შურისძიება", "არსენ ჯორჯიაშვილი" და სხვა. 1928 წელს გაერთიანებული ჯგუფკომისა და მუშამოსამსახურეთაგან ჩამოაყალიბა დრამწრე, რომელმაც მრავალი გამსვლელი სპექტაკლი გამართა. 1956 წლის 4 აპრილს თეატრალურმა საზოგადოებამ აღნიშნა მისი სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავი. თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი. წყარო: მოდით გავიხსენოთ. -თბ., 1986.-გვ.160გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |