The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბუთხუზ ვაჩაძე

ბუთხუზ ვაჩაძე
Legal name:მიხეილ ვაჩაძე
Date of birth:22 May, 1942
Date of death:1992  (at 49 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1964 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი წყალსადენ-კანალიზაციის სისტემების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს.

1965-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნახევარგამტარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; 1968-1971წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული უცხოური ტურიზმის მთავარი სამმართველოს სამშენებლო სამმართველოში სპეცსამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") მცირე მექანიზაციის სამმართველოს უფროსი; 1972-1974წწ. ტრესტ "კურორტმშენის" მმართველის მოადგილე; 1975-1977წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალთა მეურნეობის მთავარი სამმართველოს ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველის მოადგილედ; 1978-1980წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "კურორტმშენის" N5 სპეცსამუშაოების სამმართველოს მთავარი ინჟინერი და სამმართველოს უფროსი; 1980-1986წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასს რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის უფროსად; 1987-1989წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენკომბინატის" მთავარი ინჟინერი; 1990-1992წწ. საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მანქანათმშენებელი გაერთიანების გენერალური დირექტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.224; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.263

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი

Share: