შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუთხუზ ვაჩაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1964 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი წყალსადენ-კანალიზაციის სისტემების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. 1965-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნახევარგამტარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; 1968-1971წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული უცხოური ტურიზმის მთავარი სამმართველოს სამშენებლო სამმართველოში სპეცსამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") მცირე მექანიზაციის სამმართველოს უფროსი; 1972-1974წწ. ტრესტ "კურორტმშენის" მმართველის მოადგილე; 1975-1977წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალთა მეურნეობის მთავარი სამმართველოს ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველის მოადგილედ; 1978-1980წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "კურორტმშენის" N5 სპეცსამუშაოების სამმართველოს მთავარი ინჟინერი და სამმართველოს უფროსი; 1980-1986წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასს რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის უფროსად; 1987-1989წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენკომბინატის" მთავარი ინჟინერი; 1990-1992წწ. საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მანქანათმშენებელი გაერთიანების გენერალური დირექტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.224; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.263 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |