The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ვაჩნაძე

თენგიზ ვაჩნაძე
Date of birth:9 April, 1926
Date of death:2014  (at 87 years)
Category:Architect, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს.

1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო საქმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ინჟინერ-ტექნოლოგათ, უფროს ინჟინრად; 1960 წლიდან რესპუბლიკის სამშენებლო მასალების ს/კ ინსტიტუტში წამყვან ინჟინრად; 1968 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" N2 სამშენებლო მასალების კომბინატის დირექტორად; 1969 წლიდან მუშაობდა თბილისის აღმასკომის კოოპერატიული და სააგარაკო მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1972 წლიდან ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ, სამშენებლო-არქიტექტურული კონტროლის სამმართველოს უფროსად; 1975 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების უფროს რეფერენტად; 1976 წლიდან საქართველოს პროფსაბჭოს კურორტების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1978 წლიდან სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მთავარ ინჟინრად; 1980-1986წწ. იყო საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მოადგილე მშენებლობისა და დაფინანსების დარგში; 1986-1989წწ. თბილისის სარაიონთაშორისო კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა სპორტის სასახლის ანაკრები რკინაბეტონის გადახურვის კონსტრუქციების გამოცდაში (მშენებლობის პროცესში), დახურული საცურაო აუზის მშენებლობაში (საბურთალოს რაიონში); დიდი წვლილი აქვს შეტანილი საკურორტო და საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, რესპუბლიკის სასკოლო შენობების ინვენტარიზაცია-კომპიუტერიზაციაში, რის შედეგადაც სასკოლო მშენებლობის დეტალური პროგრამა დამუშავდა; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოების მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.225


Share: