The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ჯაფარიძე

დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1916
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1987  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ელიზავეტპოლი, ახლანდელი კიროვაბადი.

დაამთავრა თბილისის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი 1938 წელს.

1938-1947წწ. იყო სამხედრო სამსახურში. 1947-1972წწ. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. ლენინის სახელობის სპის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრაზე. 1972-1977წწ. იყო ამავე კათედრის გამგე. 1977 წლიდან კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. მისი ძირითადი მეცნიერული შრომები ეხება სინთეზურ გეომეტრიას. ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968). დაჯილდიებულია მედლებით.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.544

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: