შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი 1906 წელს; 1906-1908წწ. სწავლობდა პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ პოდპორუჩიკის წოდებით გადაიყვანეს 34-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1908 წლიდან პოდპორუჩიკი; 1911 წლიდან პორუჩიკი; 1915 წლიდან შტაბს-კაპიტანი; 1916 წლიდან სამხედრო მფრინავი. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა მე-3 საარმიო საავიაციო რაზმში. დაიღუპა დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის პოზიციებზე სადაზვერვო ფრენის დროს: მართავდა "ვუაზენის" ტიპის აპარატს, რომელიც საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო მტრის "ფოკერის" ტიპის გამანადგურებელმა. ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: retroplan.ru; xn--80aafy5bs.xn--p1ai ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |