Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თედორე ბაიერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ტრანსილვანიის კრონშტანდტი. 1849 წლიდან მოღვაწეობდა კავკასიაში. 1855 წელს დასახლდა თბილისში და დიდუბეში გახსნა "ნატურალისტ ბაიერნის მუზეუმი". 1859-1863 წლებში იყო კავკასიის მუზეუმის საბუნებისმეტყველო განყოფილების კურატორი. გეოლოგიური, ბოტანიკური და ენტომოლოგიური მასალის შეგროვების მიზნით მოიარა სომხეთი, დაღესტანი და თითქმის მთელი საქართველო. მისი შეკრებილი მასალის მიხედვით აღწერეს მეცნიერებისათვის მანამდე უცნობ მცენარეთა რამდენიმე სახეობა. ზოგიერთს ბაიერნის სახელი ეწოდა. 1868 წელს მან თავისი კოლექცია (32686 ექსპონატი) გადასცა ახლად გახსნილ კავკასიის მუზეუმს. არქეოლოგიით დაინტერესდა 1859 წელს, როდესაც არარატის ფერდობზე, იგდირთან აღმოაჩინეს ურარტული ლურსმული წარწერები. სიცოცხლის ბოლო 20 წელი არქეოლოგიის კვლევას მოახმარა. აფხაზეთში აღმოაჩინა დოლმენები; გათხარა ადრინდელი შუა საუკუნეევბის სამაროვნები შავი ზღვის პირას, სართიჭალასა და დუშეთთან; გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი "რედკინ ლაგერი" დილიჟანის ხეობაში; არქეოლოგიური ძიება ჩაატარა ყაზბეგში, ურბნისსა და ნიჩბისში. 1872 წელს დაიწყო სამთავროს სამაროვნის გათხრა, სადაც გამოავლინა გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სამარხები და, აგრეთვე, მინის საწარმოს ნაშთები. გათხრების ანგარიშებს აქვეყნებდა რუსულად (თბილისში), გერმანულად (ბერლინსა და ვენაში) და ფრანგულად ლიონში. ბაიერნის გათხრებით მსოფლიო მეცნიერება პირველად გაეცნო საქართველოს არქეოლოგიურ სიძველეებს. განათხარის ბაიერნისეულ დათარიღებას და ისტორიულ გააზრებას სამართლიანად აკრიტიკებდნენ იმდროინდელი ქართველი, რუსი და ევროპელი მეცნიერები. ავსტრიელი ნატურალისტი და არქეოლოგი, კავკასიის მუზეუმის ფონდების ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.336
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |