The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ვეკუა

ვახტანგ ვეკუა
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1960 წელს; მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი 1966 წელს; ლენინგრადის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის უფროს მეთაურთა დახელოვნების კურსები 1981 წელს.

1967-1968წწ. მუშაობდა ჩიტასა და ულან-უდეში (იმიერბაიკალის სამხედრო ოლქი) სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნის უფროსად; 1968-1977წწ. სოხუმში სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო უბნის უფროსად; 1977-1984წწ. სოჭში სამხედრო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1984-1988წწ. მთავარი სამხედრო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ და საწარმოო განყოფილების უფროსად; 1988-1990წწ. ხელმძღვანელობდა სოხუმის სამხედრო-სამშენებლო სამმართველოს; 2001 წლამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარი; 2001-2002წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსის უფროსის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში; 2002-2004წწ. მსოფლიო ბანკის პროექტის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის ფუძე-საძირკვლის გამაგრება, სააპელაციო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია) მენეჯერი; სს სამშენებლო კომპანია "თბილისის" გენერალური დირექტორის მოადგილე; ხელმძღვანელობდა სოხუმის სამხედრო სანატორიუმის მაღლივი კორპუსებისა და მათი ინფრასტრუქტურის, გუმისთისა და მიუსერას სამთავრობო დასასვენებელი კომპლექსების, სოხუმის "სვეტლანას" მიკრორაიონის, სამხედრო-ტურისტული ბაზა "კრასნაია პოლიანას", სატანკო ქარხნის ძრავტა გამოსაცდელი ლაბორატორიისა და სტენდის (არმავირში), თავდაცვის სამინისტროს შენობის (მოსკოვში, არბატზე - კურატორი) და გუდაუთა-მოზდოკის სამხედრო აეროდრომების მშენებლობას; უშუალოდ იყო ჩართული სიღნაღისა და ქუთაისის ისტორიული ცენტრების რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობაში, ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის (თბილისში) სარეკონსტრუქციო სამუშაოებში; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებით და 11 მედლით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.226-227

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: