Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ველიჯანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ასპინძა. დაამთავრაა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1963წწ. მუშაობდა აზერბაიჯანის საგზაო მშენებლობის მთავარ სამმართველოში ინჟინრად; 1963-1973წწ. სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საინჟინრო თანამდებობაზე; 1963-1968წწ. თბილისის N454 "ხიდმშენმატარებელში" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1968-1970წწ. ქ. სარატოვის N269 გასამხედროებულ სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელში მთავარ ინჟინრად; 1971-1973წწ. თბილისის N39 "ხიდმშენრაზმში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1973-1977წწ. იყო თბილისის საქალაქო კომიტეტისა და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, კომპარტიის თბილისის საქარხნო რაიკომის მეორე მდივანი; 1977-1986წწ. არჩეული იყო ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1986-1987წწ. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1988-1998წწ. საწარმოო გაერთიანება "ორიონის" გენერალური დირექტორის მოადგილე კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1998-2005წწ. იყო სს "ორიონის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომერე; მონაწილეობდა რიგი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის: ნ. ბარათაშვილისა და ვახუშტის ხიდები მდინარე მტკვარზე, ესტაკადა მეტეხის გვირაბის გამოსასვლელში, 9 გზაგამტარი თბილისში, ხიდები მდინარე იორზე საგარეჯოსთან და თბილისი-ერევნის გზაზე, სევანის ტბასთან, ქ. სარატოვის სარკინიგზო კვანძი (მთლიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები), საწარმოო გაერთიანება "ორიონის" საწარმოო კორპუსები და სხვა; წლების განმავლობაში კურატორობდა და ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის საბინაო-კომუნალური და რესპუბლიკური მასშტაბით გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას, საბინაო-კომუნალურ მეურნეობას; არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.227
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |