The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ველიჯანაშვილი

ზურაბ ველიჯანაშვილი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2014  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ასპინძა.

დაამთავრაა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს.

1962-1963წწ. მუშაობდა აზერბაიჯანის საგზაო მშენებლობის მთავარ სამმართველოში ინჟინრად; 1963-1973წწ. სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საინჟინრო თანამდებობაზე; 1963-1968წწ. თბილისის N454 "ხიდმშენმატარებელში" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1968-1970წწ. ქ. სარატოვის N269 გასამხედროებულ სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელში მთავარ ინჟინრად; 1971-1973წწ. თბილისის N39 "ხიდმშენრაზმში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1973-1977წწ. იყო თბილისის საქალაქო კომიტეტისა და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, კომპარტიის თბილისის საქარხნო რაიკომის მეორე მდივანი; 1977-1986წწ. არჩეული იყო ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1986-1987წწ. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1988-1998წწ. საწარმოო გაერთიანება "ორიონის" გენერალური დირექტორის მოადგილე კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1998-2005წწ. იყო სს "ორიონის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომერე; მონაწილეობდა რიგი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის: ნ. ბარათაშვილისა და ვახუშტის ხიდები მდინარე მტკვარზე, ესტაკადა მეტეხის გვირაბის გამოსასვლელში, 9 გზაგამტარი თბილისში, ხიდები მდინარე იორზე საგარეჯოსთან და თბილისი-ერევნის გზაზე, სევანის ტბასთან, ქ. სარატოვის სარკინიგზო კვანძი (მთლიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები), საწარმოო გაერთიანება "ორიონის" საწარმოო კორპუსები და სხვა; წლების განმავლობაში კურატორობდა და ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის საბინაო-კომუნალური და რესპუბლიკური მასშტაბით გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას, საბინაო-კომუნალურ მეურნეობას; არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.227


გააზიარე: