Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ვეფხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თეთრაწყარო, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1985 წლიდან მუშაობდა იმავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, უფროსად; მონაწილეობდა სასტუმროების - "ივერიისა" და "აჭარის", სარეაბილიტაციო ცენტრის (თბილისის ზღვაზე), ბავშვთა N13 პოლიკლინიკის, N1 საშუალო სკოლის, ლუდის ქარხნის (ლილოში), მაცივრების (თევზის მრეწველობისა და ცხიმკომბინატისათვის), საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.228 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |