| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ბაღდათი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1918 წელს. 1926-1940 წწ. იყო აფხაზეთის ასსრ ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი, რესპუბლიკის სამალარიო სადგურის დირექტორი. მისი შრომები ეხება მალარიასა და სხვა პარაზიტულ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებას. დაჯილდოებულია მედლებით. პარაზიტოლოგი, აფხაზეთის ასსრ-ში მალარიისა და სხვა პარაზიტულ დაავადებებთან ბრძოლის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950). ექიმი-პარაზიტოლოგი, ტროფიკოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.545; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.525; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.575-576 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

