შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდადი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1918 წელს. 1926-1940 წწ. იყო აფხაზეთის ასსრ ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი, რესპუბლიკის სამალარიო სადგურის დირექტორი. მისი შრომები ეხება მალარიასა და სხვა პარაზიტულ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებას. დაჯილდოებულია მედლებით. პარაზიტოლოგი, აფხაზეთის ასსრ-ში მალარიისა და სხვა პარაზიტულ დაავადებებთან ბრძოლის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.545 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |