The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ვორონოვი

ნუგზარ ვორონოვი
Date of birth:7 September, 1946  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს.

1964-1965წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპრომაღაროში"; 1970-1971წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში" მშენებელ-ოსტატად; 1972-1973წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახვაჭრობაპროექტში" ინჟინრად; 1973-1977წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისროს N13 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, N8 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1977-1978წწ. იყო საქართველოს კპ გაგრის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1978-1986წწ. უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1987-1988წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე; 1990-1991წწ. მუშაობდა საქჰიდრომეტეოროლოგიის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; საქართველოს-ავსტრიის ერთობლივი სამშენებლო საწარმოო "IBERIA CONSTRACSEN AND SERVICE COMPANY"-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.229


Share: