The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პროკოფი ჯაფარიძე

პროკოფი ჯაფარიძე
Other name:ალიოშა  (Pseudonym)
Date of birth:15 January, 1880
Date of death:20 September, 1918  (at 38 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შარდომეთი, ონის რაიონი.

1900 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მუშათა მაისობისა და რკინიგზელთა გაფიცვაში, რისთვისაც დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ გაასახლეს ქუთაისის გუბერნიაში, იყო აზერბაიზჯანის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის "ჰუმეთის" ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1905 წლის რსდმპ III ყრილობაზე შეხვდა ვ. ლენინს. 1910 წლიდან პარტიულ მუშაობას ეწეოდა დონის როსტოვსა და ყუბანში. 1914 წლის ივნისში სათავეში ჩაუდგა თბილისის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში, იქიდან მალე გაიქცა და დაბრუნდა პეტროგრადში, შემდეგ თბილისში, საიდანაც გაემგზავრა ტრაპიზონში ბარათოვის გვარით, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა ბაქოში. ს. შაუმიანთან, ნ. ნარიმანოვთან, მ. აზიზბეკოვთან, ს. ეფენდიევთან, ი. ფიოლეტოვთან და სხვებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბაქოს პროლეტარიატის ბრძოლას სოციალისტური რევოლუციისათვის. მონაწილეობდა რსდმპ (ბ) VI ყრილობის მუშაობაში, სადაც აირჩიეს რსდმპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. 1918 წლის ივლისის დამლევს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დროებით დამხობის შემდეგ, დააპატიმრეს და 1918 წლის 20 სექტემბერს ბაქოს სხვა კომისრებთან ერთად ესერებმა და ინგლისის ინტერვენტებმა დახვრიტეს. პოლიტიკური მოღვაწე, ერთ-ერთი 26 ბაქოელი კომისართაგანი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.545

Member of Organizations

  • ბაქოს რსდმპ კომიტეტი, წევრი
  • ბაქოს საბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარე (1918-)
  • ბაქოს სახკომსაბჭოს შინაგან საქმეთა კომისარიატი, კომისარი
  • კომუნისტური პარტია, წევრი (1898-)
  • რსდმპ (ბ) VI ყრილობა, წევრობის კანდიდატი
  • რსდმპ (ბ) კავკასიის კავშირის კომიტეტი, წევრი (1904-)
  • რსდმპ III ყრილობა, დელეგატი ბაქოს პარტიული ორგანიზაციიდან (1905-)
  • რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტისა და რსდმპ კავკასიური კავშირის კომიტეტი, წევრი (1901-1904)

Share: