Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამარა გოგილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1961 წელს და ბახის სახელობის მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1967 წელს. 1961 წელს მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში დაიწყო. 1986 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ლ. გოგილაშვილმა აქ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად მიიღო ახალი შედეგები ფერმენტის მარეგულირებელი თვისებების შესახებ, გამოიკვლია საფუარის ჰექსოკინაზის მარეგულირებელი თვისებები და ამის შემდეგ ფერმენტის კონფორმაციული ცვლილებები, გამოიკვლია ბიოქიმიური რეაქციის სიჩქარის რეგულაციის შესაძლებლობები. ის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის და სიმპოზიუმის მონაწილე იყო. სამეცნიერო-კვლევით მუშაობას შესანიშნავად უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ბიოტექნოლოგიის საქართველოში დანერგვის ერთ-ერთი ინიციატორია; აკად. ო. კვესიტაძესთან ერთად საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტში დაარსა ბიოტექნოლოგიის კათედრა, სადაც მისი თაოსნებით მომზადდა და გამოიცა რამდენიმე სახელმძღვანელო, მეთოდური მითითება ბიოტექნოლოგიაში. ბიოქიმიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1975, მოსკოვი). სადისერტაციო თემა - "ჰომოგენურ და ჰეტეროგენულ გარემოში საფუარის ჰექსოკინიზის მოქმედების თავისებურებანი". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.35-36
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |