Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეშქენ I ჯაყელი![]()
Biographyსამხრეთ საქართელოს წარჩინებული ფეოდალი XI საუკუნის შუა წლებში. წყაროებში მოხსენიებული პირველი ჯაყელი. თუხარისის (ციხე-ქალაქი ტაოში) ერისთავი, ჯაყის (ციხე სამცხეში) მემამულე. სავარაუდოა, რომ მასვე ეკუთვნოდა სამცხის უძველესი ადმინისტრაციული ცენტრი ციხე-ქალაქი ოძრხე. ჯაყელმა ფარსმან თმოგველთან ერთად მხარი დაუჭირა ლიპარიტ IV ბაღვაშს საქართველოს მეფის ბაგრატ IV -ის (1027-1072) წინააღმდეგ ბრძოლაში. სამცხის მეორე დიდმა ფეოდალმა სულა კალმახის ერისთავმა კი (სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალებთან ერთად) მეფეს უერთგულა და შეპყრობილი ლიპარიტი მიჰგვარა. ჯილდოდ ბაგრატ IV-მ მას უწყალობა ოძრხე და ციხისჯვარი. ამის შემდეგ ციხისჯვარელთა საგვარეულო ეცილება ჯაყელებს პირველობას სამცხეში. მიუხედავად ამისა, ჯაყელებმა, როგორც ჩანს, ამის შემდეგაც შეინარჩუნეს თავიანთი წარჩინებული მდგომარეობა და ჯაყის მფლობელობა XII საუკუნის 80-იან წლებამდე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.547
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |