Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სევერიან ბუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია; სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში; 1920-1925წწ. ჰალეს, მარბურგისა და ისევ ჰალეს უნივერსიტეტებში. სწავლის შემდეგ მუშაობდა ცნობილ შვეიცარელ ფიზიოლოგთან პროფესორ ემილ აბდერჰალდენთან. დაამტკიცა იმავე პროფესორის სახელწოდებით მედიცინაში ცნობილი აბდერჰალდენის რეაქცია. მაშინდელ სამეცნიერო სენსაციად წოდებული სტატია აბდერჰალდენმა და ბუაძემ გამოაქვეყნეს 1930 წელს, ჟურნალ Fermentforschung-ის მე-11 ნომერში. ცნობილია, რომ ჰალეს უნივერსიტეტი მას იცავდა ნაცისტების წინაშე და მან 1933 წელს მოიპოვა პროფესორობის უფლება. ჰალეს უნივერსიტეტის არქივში იგი მოხსენიებულია პრუსიის მოქალაქედ და კათოლიკე ქრისტიანად. საბჭოთა უწყებებმა 1933 წელს საქართველოში ჩასვლა აუკრძალეს; 1934 წელს გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ფილტვების ანთებით.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |